ახალი ამბები

დარიალის ხეობაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს

24 მაისი, 2014 • • 1446
დარიალის ხეობაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზაზე, მეწყერის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასიდან დღეს მეორე სატვირთო ავტომანქანის ნაწილები ამოიტანეს.

 
 
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დღემდე ჩატარებული გაწმენდითი და საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად დარიალჰესის გვირაბში ნაპოვნია 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი, საავტომობილო გზის გაწმენდის შედეგად – 5, ხოლო ნაშალი მიწის მასიდან 2 სატვირთო ავტომანქანა ამოიტანეს.

 
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა 6 პირი. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები 4 პიროვნების საპოვნელად.

დარიალის ხეობაში 17 მაისს მომხდარ სტიქიის შედეგად ამ დროისთვის დადასტურებულია 2 ადამიანის დაღუპვა. პირველი მათგანი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც თბილისში, საავადმყოფოში დაიღუპა 18 მაისს.

 

სამაშველო სამუშაოები ხეობაში გრძელდება. დარიალის ხეობაში 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად თერგი დაგუბდა, ჩამოშლილი მასის ქვეშ მოექცა რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა, რომელთა ნაწილში, სავარუდოდ, ისხდნენ მძღოლები.



დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი
დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი