ახალი ამბები

თურქეთის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 200–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

14 მაისი, 2014 • • 1456
თურქეთის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 200–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

 80–მდე დაშავებულის ნანგრევებიდან ამოყვანა მოხერხდა, ისინი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ასობით მუშა კი კვლავ ნანგრევებშია და მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ.

 

როგორც თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი თანერ ილდიზი აცხადებს, ანისის პროვინციაში მდებარე მაღაროში 787 მუშა იმყოფებოდა, როდესაც აფეთქება მოხდა. მისი თქმით, აფეთქება სავარაუდოდ ელექტრობის გაუმართაობამ გამოიწვია.

 

მომხდარის გამო თურქეთის პრემიერ–მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ალბანეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო და შემთხვევის ადგილზე მივიდა.

photo: Associated Press
photo: Associated Press

photo: Associated Press
photo: Associated Press

 

მასალების გადაბეჭდვის წესი