ახალი ამბები

აბდულა გიული: ყველას უნდა შეეძლოს იწამოს ის ღმერთი, რომლისაც სჯერა

7 მაისი, 2014 • • 1906
აბდულა გიული: ყველას უნდა შეეძლოს იწამოს ის ღმერთი, რომლისაც სჯერა

“რელიგიური მრწამსის თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს არის განუყოფელი ნაწილი დემოკრატიისა. ეს არის ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, ირწმუნოს ის ღმერთი, რომლისაც სჯერა და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს ისეთ მნიშვნელოვან პერიოდში, როგორიც ახლაა, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამდე:

 

“თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას და მისწრაფებას ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. თქვენი ქვეყანა ძალიან მალე ხელს მოაწერს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა, რასაც ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მან საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კუთხითაც და განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყდეს.

 

აბდულა გიული, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
აბდულა გიული, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი