ახალი ამბები

BBC: სლავიანსკში ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლები გაათავისუფლეს

3 მაისი, 2014 • • 1667
BBC: სლავიანსკში ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლები გაათავისუფლეს

ამ ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელი ვლადიმერ ლუკინი.

ეუთოს 7 დამკვირვებელთან ერთად გათავისუფლებულია 5 უკრაინელი ოფიცერიც, რომლებიც დამკვირვებლებს ახლდნენ.

გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, გამოეყენებინა მთელი თავისი გავლენა, რომ გატაცებული დამკვირვებლების საკითხი გადაჭრილიყო. 


ეუთოს 8 დამკვირვებელი და 5 უკრაინელი ოფიცერი 25 აპრილს სლავიანსკის შესასვლელთან, ერთ–ერთ ბლოკპოსტთან დააკავეს. მოგვიანებით, პრორუსმა სეპარატისტებმა ერთი დამკვირვებელი გაათავისუფლეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი