ეკონომიკა

ნავთობპროდუქტების იმპორტმა იანვარ–მარტში 10% შეადგინა

28 აპრილი, 2014 • • 1547
ნავთობპროდუქტების იმპორტმა იანვარ–მარტში 10% შეადგინა

2014 წლის იანვარ–მარტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (368 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (320 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (190 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2014 წლის იანვარ-მარტში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 190 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 150 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 128 მლნ. აშშ დოლარით. 


2014 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა (152 მლნ. აშშ დოლარი), რამაც მთელი ექსპორტის 22  პროცენტი შეადგინა.


2014 წლის იანვარ–მარტში ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 70 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში -10 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 51 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა.


მასალების გადაბეჭდვის წესი