ახალი ამბები

საარჩევნო კომისიებს ფოტოსურათებიანი სია ექნებათ

17 აპრილი, 2014 • • 1100
საარჩევნო კომისიებს ფოტოსურათებიანი სია ექნებათ

კანონპროექტის ავტორების აზრით, საარჩევნო კოდექსში გარკვეული ტიპის ხარვეზებია, რომლის აღმოსაფხვრელადაც ეს კანონპროექტი წარმოადგინეს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება მიეცემათ არჩევნებამდე 60-დღიან პერიოდში განახორციელონ საარჩევნო უბნებისთვის გამოყოფილი შენობა/ნაგებობების სათანადოდ მოწყობის დაფინანსება, თუ ეს გათვალისწინებული არ იყო შესაბამისი ბიუეჯტით.

 

გარდა ამისა, ამომრჩევლების ერთიან სიაში აღარ შევლენ ის ამომრჩევლები, რომლებსაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. მოქმედი კანონის თანახმად, ისინი სიაში რომც იყვნენ, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მათ მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეტერთმეტე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სააგენტოში.

 

კანონის ძირითად ნაწილში შედის ნორმა, რომელიც ამჟამად მხოლოდ ერთჯერადი ნორმის სახით გარდამავალი დებულებით არის დადგენილი: საარჩევნო უბანში გამოიკვრება ამომრჩეწვლების სია ფოტოსურათების გარეშე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიას ექნება ფოტოსურათებიანი სია. 

 

ცვლილებებით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სია, ისვე, როგორც სპეციალური სია, რომელშიც შეყვანილი არიან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, ავადმყოფები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოებში, პატიმრები და არჩევნების წინ სავალდებულო სამსახუარში გაწვეული პირები, შედგება ფოტოსურათების გარეშე.

 

ამასთან, თუ კენჭისყრის დროს ამომრჩევლის მიერ წარდგენილ საბუთში აღნიშნული სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა, საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრმა და/ან საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე სხვა პირმა ერთიმეორესთან შეუსაბამოდ მიიჩნია ამ ამომრჩევლის სახე და ამომრჩევლის სიაში არსებული ფოტოსურათი, და შეუსაბამობა დაადასტურა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ამ პირს არ მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. თუმცა, თუ მან კენჭისყრის დასრულებამდე თავმჯდომარეს წარუდგინა იმავე უბნის ორი ამომრჩეველი, რომლებიც წერილობით დაადასტურებენ ამ პირის ვინაობას, მას მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 

 

ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა საეჭვო შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი გადაიღებს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი საბუთის ასლს, მოწმეთა საბუთების ასლებს, სათანადო ჩანაწერს შეიტანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის დასრულების შემდეგ ამ ინფორმაციას საბუთების ასლებთან ერთად გადასცემს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ეს უკანასკნელი – ცესკოს, ხოლო ცესკო – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ამ პირთა ვინაობის გადამოწმების მიზნით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი