ახალი ამბები

ACT: თბილისელების 63% საქართველოში ყირიმის სცენარის გათამაშებას არ გამორიცხავს

17 აპრილი, 2014 • • 1185
ACT: თბილისელების 63% საქართველოში ყირიმის სცენარის გათამაშებას არ გამორიცხავს

ACT-ის გამოკითხვის მიხედვით, თბილისელები საკმაოდ აქტიურად ადევნებენ თვალყურს ყირიმთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს, – 94%-მა იცის იმის შესახებ, რომ ყირიმი შევიდა რუსეთის შემადგენლობაში, ხოლო ამ ფაქტის შეფასებისას, მათ შორის მათ, ვისაც სმენია, 84% ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას უარყოფითად აფასებს.

 

ACT-ის გამოკითხვის მიხედვით, ყირიმის მოვლენების შეფასება განსხვავებულია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 18-34 წლის გამოკითხულების 90% უარყოფითად აფასებს აღნიშნულ ფაქტს, მაშინ, როდესაც 55 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 77%-მა შეაფასა ნეგატიურად.

 

“რამდენად მოსალოდნელია, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები საქართველოშიც განმეორდეს?”- ამ კითხვაზე თბილისელების უმრავლესობა საქართველოს რომელიმე რეგიონში რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელების საფრთხეს ხედავს.

 

ACT: თბილისელები ყირიმის შესახებ
ACT: თბილისელები ყირიმის შესახებ

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები რუსეთმა შესაძლოა საქართველოს რომელიმე რეგიონშიც განახორციელოს. თუმცა თბილისელების თითქმის მეხუთედი- 22%, მსგავს საფრთხეს რუსეთის მხრიდან არ ელის.

 

ACT: თბილისელები ყირიმის სცენარზე
ACT: თბილისელები ყირიმის სცენარზე

გამოკითხვა ჩატარდა 409 ზრდასრულ თბილისელთა შორის 2014 წლის აპრილში, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

 

ACT განმარტავს, რომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ აქტუალურია საქართველოშიც. სწორედ ამიტომ, „ეისითი“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ თბილისელები ყირიმში განვითარებულ მოვლენებზე და როგორ აფასებენ მათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი