ეკონომიკა

ცვლილებები Wizz Air-ის ფრენების განრიგში

17 აპრილი, 2014 • • 1582
ცვლილებები Wizz Air-ის ფრენების განრიგში

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს აეროპორტების გაერთანებაში განუცხადეს. კომპანიამ ამასთან დაკავშირებით სპეციალური პრესრელიზიც გაავრცელა. 

 

Wizz Air-ს ლვოვი-ქუთაისის ავიარეისის შესრულება 1 მაისიდან უნდა დაეწყო, ხოლო ხარკოვი-ქუთაისის რეისი მოქმედი რეისი იყო და მისი საშუალებით ავიაკომპანიას მგზავრები ერთი ქალაქიდან მეორეში გადაჰყავდა.


“ნეტგაზეთს” საქართველოს აეროპორტების გაერთანებაში განუცხადეს, რომ Wizz Air-ის მიერ  ქუთაისი-ლვოვის რეისი აღარ განხორციელდება და ხარკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენა 30 აპრლიდან დროებით შეწყდება.


მგზავრებს, რომელთაც ქუთაისი-ხარკოვის რეისზე ბილეთები წინასწარ უკვე შეძენილი ქონდათ, ავიაკომპანია მათ თანხას უკან დაუბრუნებს.


საქართველოს გაერთანებული აეროპორტების ინფორმაციით, ამ მიმართულებით ფრენების შეჩერების მიზეზი მგზავრთა ნაკადის შემცირება გახდა და კომპანია ამ მიმართულებით ფრენებს მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში განაახლებს.

 

Wizz Air-ი სექტემბერში ქუთაისის აეროპორტიდან ბუდაპეშტის მიმართულებით გეგმავს.  

 

ავიაკომპანია “WIZZ AIR” საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წლის 27 სექტემბრიდან ოპერირებს. ამჟამად  ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს  კიევის მიმართულებით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის  საერთაშორისო აეროპორტიდან.

 

 

“WIZZ AIR”–ი წარმოადგენს  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას.  კომპანია  უნგრულია, რომელსაც  უკრაინაში აქვს დაფუძნებული ავიაკომპანია “WIZZ AIR  უკრაინა“. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი