ახალი ამბები

როლანდ ახალაია დაკითხვაზეა

11 აპრილი, 2014 • • 1102
როლანდ ახალაია დაკითხვაზეა

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

 

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სისხლის სამართლის რომელ საქმეზე მიმდინარეობს რონლანდ ახალაიას დაკითხვა სამგერელო–ზემო სვანეთის პროკურატურაში მოგვიანებით გახდება ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა დღეს გაასაჯაროებს. 

 

როლანდ ახალაია პირველად დაკითხვაზე 2013 წლის 24 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს, თუმცა ის დაკითხვაზე არ გამოცხადდა


როლანდ ახალაიმ, პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება 2013 წლის 26 დეკემბერს გაავრცელა:

 

“2009 წელს სამეგრელოს ეწვია საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი სამეგრელოში მობრძანებისას საზოგადოების მოთხოვნით გადაწყდა, რომ ზუგდიდში უნდა აშენებულიყო საპატრიარქოს რეზიდენცია. უწმინდესმა მთხოვა, რომ მეხელმძღვანელა საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობისთვის. პატრიარქის მითითებით საპატრიარქოს არქიტექტორის მიერ დაიწყო პროექტის მომზადება. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმესთან ერთად ანაკლიის სანაპიროზე შეირჩა ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო საპატრიარქოსთვის მეგრული ყაიდის ოდა.

 

ამ პერიოდში ანაკლიაში მომუშავე შ.პ.ს. „სანის“ ანგარიშზე სამეგრელოში მოღვაწე ბიზნესმენებმა ნებაყოფლობით, კანონიერად ჩარიცხეს თანხები. თვით “სანის” ხელმძღვანელობაც გამოთქვამდა მზადყოფნას თავისი სახსრებით მონაწილეობა მიეღო ამ მშენებლობაში. ვინაიდან ანაკლიაში შერჩეულ ადგილზე ვერ მოხერხდა მიწის ნაკვეთის გამოყოფა, პროექტი შეჩერდა, ხოლო შენატანი თანხა არ გახარჯულა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მითითებული თანხა ისევ დღემდე ირიცხება შ.პ.ს. “სანის” ანგარიშზე.

 

ეს გახლავთ ჩემ მიმართ აღმოჩენილი ყველაზე დიდი „კომპრომატი“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი