ახალი ამბები

თინა ხიდაშელი: რუსეთი მოდის, რუსეთი იპყრობს, ეს არის პუტინის გზა

10 აპრილი, 2014 • • 1140
თინა ხიდაშელი: რუსეთი მოდის, რუსეთი იპყრობს, ეს არის პუტინის გზა

თინა ხიდაშელმა სესიაზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ის ასამბლეას მიმართავს, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს.

 

“კოლეგებო, ხშირად მომისმენია. ნუ გააღიზიანებთ. ფიქრობთ, რომ ეს არის პასუხი? ნება მომეცით მცირები ისტორია გაგახსენოთ. ეს იყო სწორედ ნუ გააღიზიანებთ პოლიტიკა, რის გამოც 2008 წელს ბუქარესტში საქართველოს უარი უთხრეს სამოქმედო გეგმაზე. მაშინ მსოფლიოს ლიდერები თვლიდნენ, რომ რუსეთი დააფასებდა მათ დამოკიდებულებას, ანგარიშის გაწევას რუსეთის “ლეგიტიმური” შიშებისა და ინგერესებისათვის. და რა ფასი გადავიხადეთ ყველამ ერთად ამ “დაფასებაში”? რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, ციდან, მიწიდან, ზღვიდან, დაბომბა ჩვენი ქალაქები, ბულდოზერით გადაუარა ქართულ სოფლებს, მოაწყო ეთნიკური წმენდა. დღეზაც იგივე გრძელდება ქვეყნის ბორდერიზაციით. ვიცი, თქვენი ნაწილი ეხლა ფიქრობს, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა არ დაუტოვა არჩევანი?! ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ იმის მიუხედავად რუსულ პროვოკაციებს უპასუხებ, თუ თავს შეიკავებ, დღეს უკვე ფაქტია რომ, მსგავს შედეგებს იღებ. 

 

რუსეთი მოდის. რუსეთი იპყრობს, მონიშნავს მორიგ შესრულებულ დავალებას და წინ მიიწევს. ეს არის პუტინის გზა. ეს არის კაგებეს მეთოდი. ეს არის “მადლობა გაგებისათვის” ტიპის პასუხი რუსეთის მხრიდან, როდესაც თქვენს სისუსტეს ხედავს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

ხიდაშელის თქმით, პუტინი სისტემატიურად ასრულებს თავის მიზანს – შექმნას ალტერნატიული, იმპერიული ცივილიზაცია, რომელიც ეფუძნება ძალას და ძალადობას: 


“მისი ამბიციები ნათელია: აფართოებს იმპერიას, აფართოებს წინა და უკანა ეზოების ტერიტორიებს, ადგენს საერთაშორისო თამაშის ახალ წესებს, ქმნის ალტერნატიულ, მის საერთაშორისო სამართალს. მან იცის რას აკეთებს და კარგად აკეთებს. 

 

ჩვენ რას ვაკეთებს? რა მიზანი გვაქვს? რაზე ვკამათობთ დღეს? რას არ ვეთახმებით? 

– არის თუ არა ოკუპაცია ცივილიზებული სახელმწიფოს წესების წინაღმდეგ? 

– არის თუ არა ანექსია მსოფლიო წესრიგის საწინაღმდეგო? 

– დავივიწყოთ უკრაინა და საქართველო. არის თუ არა ადგილი იმ სახელმწიფოსათვის ჩვენს გვერდით, რომელიც ყოველდღიურად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ყველა მუხლს? 

 

თუ პასუხი ამ კითხვებზე ცალსახაა, მაშინ დღეს ამ დარბაზში კენჭისყრა უნდა იყოს ერთსულოვანი. ჩვენ ყველას გვაქვს ოცნება, რომ ერთ დღეს გავიღვიძებთ და რუსეთში დემოკრატია იქნება, მაგრამ მანამდე ერთსულოვნად უნდა ვუთხრათ უარი იმათ, ვინც ხმას აძლევს აგრესიას, ოკუპაციას დს ანექსიას,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა ევროპის საბჭოში გამოსვლის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი