ახალი ამბები

ფანჯიკიძე: აშშ–ის პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან ნატოს გზაზე

27 მარტი, 2014 • • 979
ფანჯიკიძე: აშშ–ის პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან ნატოს გზაზე

მაია ფანჯიკიძემ მედიასთან კომენტარი ექსპო ჯორჯიაში მიმდიანარე საერთასორისო ფორუმის მსვლელობისას გააკეთა: 

“აშშ–ის პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან ნატოს გზაზე, საქართველო მტკიცედ მიდის ნატოსკენ. რაც იმას ნიშნავს, რიომ ის ამ გზაზე ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს. იგი ახორციელებს დემოკრატიის გაძლიერებას და ეს არის მთავარი. ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, რომ წლევანდელ სამიტზე საქართველოს ნატოში მიიღებენ.  ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ეს ასეც იქნება, სამიტზე ასახული იქნება ის პროგრესი, რაც საქართველოში  მოხდა გასული წელიწადნახევრის, უკვე ნატოს სამიტისთვის 2 წლის განმავლობაში” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ბრიუსელში, ამერიკა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არც უკრაინა და არც საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე არ დგანან. 

 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამჟამად ნატოს გაფართოების გეგმა არ არსებობს, თუმცა აშშ და ევროკავშირი ყველა ზომას მიმართავს უკრაინის მხარდასაჭერად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი