ახალი ამბები

ბაჩო ახალაია: მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, არ გაუყადროს თავი კრიმინალ ხელისუფლებას

22 მარტი, 2014 • • 1196
ბაჩო ახალაია: მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, არ გაუყადროს თავი კრიმინალ ხელისუფლებას

“ჩემს მაგალითზე დამტკიცდა, რომ ქვეყანაში გამოძიება არ არსებობს და გამოძიებაზე აპელირება ნებისმიერი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან არის მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

მთელი სახელმწიფო და, სამწუხაროდ, სასამართლოს ნაწილი გადაქცეულია პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტად.

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, არ ჩამოვიდეს და არ გაუყადროს თავი კრიმინალ ხელისუფლებას და ამით არ მისცეს რუსული გეგმის განხორციელების საშუალება. ვინაიდან სწორედ ასე მოექცა შევარდნაძის ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას და არ აპატია მას სახელმწიფოს მშენებლობა. 

დაბოლოს, მალე დადგება დრო, როდესაც ის ხალხი, ვინც დღეს სახელმწიფოს ფუნდამენტს არღვევს და ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს, პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ახალაია ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი