ახალი ამბები

პროკურორი: ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების დამალვაზე საუბარი ადრეა

20 მარტი, 2014 • • 1206
პროკურორი: ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების დამალვაზე საუბარი ადრეა

“მასალა, რომელიც ზოდელავას კაბინეტში იქნა აღმოჩენილი, არის ის მასალა, რომელიც საქმისგან განცალკევებით არსებობდა, დეტალებს გავარკვევთ და მოგახსენებთ, თუმცა იმის მტკიცება, რომ მტკიცებულებების დამალვაზეა საუბარი, ჯერ არ შეიძლება”, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

მისივე თქმით, კადრების ინტერნეტში მოხვედრასთან დაკავშირებით ცალკე გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის:

“გამოქვეყნებული ვიდეომასალის ავთენტურობის შესწავლა გულისხმობს იმასაც, რომ ისიც გაირკვევა, ვინ არის მისი ავტორი და ისიც გაირკვევა, რამდენად საქმესთან კავშირი აქვს ამას. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდება ყველაფერი, ცალკე საქმე არ არის აღძრული ჯერჯერობით იმის თაობაზე, თუ როგორ მოხვდა ეს კადრები ინტერნეტში”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი