ახალი ამბები

პროკურატურაში დიმიტი შაშკინი დაიბარეს

17 მარტი, 2014 • • 1109
პროკურატურაში დიმიტი შაშკინი დაიბარეს

იგი პროკურატურაში ხვალ, 11 საათზე უნდა გამოცხადდეს. ამავე საქმეზე პროკურატურის უწყება მიუვიდა საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრ კახა ბენდუქიძესაც. პროკურატურა აგრარული უნივერსიტეტის შეძენის ფაქტით დაინტერესდა, რომლის მფლობელი კახა ბენდუქიძეა. 


პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის“ ბალანსზე აღრიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებისას  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით ,,სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის’’ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციასა და მასთან შერწყმული საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს ,,აგრომეტის’’ კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდეგ კი შპს ,,აგრომეტის’’100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზებას 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით.


მაშინ, როდესაც შპს ,,აგრომეტის’’ საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონებების მხოლოდ საბალანსო ღირებულება  65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული  59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირებული იქნა სხვა ქონებების ღირებულებებიც.



დიმიტრი შაშკინი
დიმიტრი შაშკინი

მასალების გადაბეჭდვის წესი