ახალი ამბები

რუსეთის “პირველი არხი” ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიას პირდაპირ ეთერში არ გადასცემს

2 მარტი, 2014 • • 1066
რუსეთის “პირველი არხი” ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიას პირდაპირ ეთერში არ გადასცემს

არხის ვებ-გვერდზე გადაწყვეტილების მიზეზად, სიტუაციიდან გამომდინარე, ახალი ამბებისადმი დიდი ინტერესია დასახელებული. 

 

“ახალი ამბების დიდი რაოდენობისა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მაყურებლის ინტერესი გაზრდილია საინფორმაციო გამოშვებებისადმი, “პირველი არხი” თვლის, რომ ამ ვითარებაში შეუძლებელია 5 საათის განმავლობაში ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია გადასცეს, მით უფრო, დილის საათებში”. – ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “პირველი არხის” მაყურებელს  ცერემონიის ნახვის საშუალება 4 მარტს, 00:30 წუთზე შეეძლებათ. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 მარტს,  ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება, რომელსაც საქართველოში პირდაპირი ეთერით ტელეკომპანია “რუსთავი 2” აჩვენებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი