ახალი ამბები

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

26 თებერვალი, 2014 • • 1152
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

გამოძიების ცნობით, თეიმურაზ შალიკიანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქ. ქუთაისში მდებარე ყოფილი „საგრენაჟო ქარხნის“ ტერიტორიის (6500 კვ.მ) და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობების აუქციონის წესით შეძენაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 600 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.

“სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 25 თებერვალს თეიმურაზ შალიკიანმა იმ დროს დააკავეს, როდესაც მან წინასწარ აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 70 000 აშშ დოლარი”, – აცხადებენ შსს–ში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

მასალების გადაბეჭდვის წესი