ახალი ამბები

პრეზიდენტი უკრაინაში გარდაცვლილი დათო ყიფიანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

24 თებერვალი, 2014 • • 1275
პრეზიდენტი უკრაინაში გარდაცვლილი დათო ყიფიანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ კიევში ქართველი ახალგაზრდის, დათო ყიფიანის გარდაცვალების გამო. დათოს დაღუპვამ ერთნაირად დაწყვიტა გული ქართველებსაც და უკრაინელებსაც, სწორედ ამიტომ აცილებს მას ერთად უკანასკნელ გზაზე ეს ორი ერი. დათო ყიფიანის შვილი და ოჯახის წევრები ყოველთვის იამაყებენ მისი ნათელი ხსოვნით. ამ მწუხარების ჟამს გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ დათოს ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი