ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი დაკავებულია

23 თებერვალი, 2014 • • 1456
ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი დაკავებულია

ველიჯანაშვილის თქმით, მას გიორგი ონიანის ოჯახის წევრმა შეატყობინა დაკავების შესახებ. გიორგი ონიაინი პროკურატურაში გადაჰყავთ. ველიჯანაშვილის თქმით, ამ წუთებში (20:48) ონიანის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. ონიანი საკუთარ სახლში დააკავეს. 

 

მალხაზ ველიჯანაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა ბრალდებით მოხდა გიორგი ონიანის დაკავება. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს მთავარ პროკურატურასაც, უწყებაში განაცხადეს, რომ არასამუშაო დღეა და ბრალის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას დღეს ვერ შეძლებენ. 

 

გიორგი ონიანი აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ვაზისუბანში აპირებდა კენჭისყრას მაჟორიტარად.

 

“როცა ეს გაიგეს, ყველა ჩემი თანამშრომელი საშინელ დღეში ჩააგდეს, დაიბარეს და სთხოვეს მათ ჩემზე დაეწერათ სისულელეები. თან იმ ფაქტზე, რომელზეც ყველას ჰქონდა ჩვენება მიცემული, რომ სისულელეა და ონიანს ასეთი რამ არ გაუკეთებიაო”- განაცხადა ახალაიას ადვოკატმა დაკავებისას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი