ახალი ამბები

გაიღვიძეთ! – უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს და ევროკავშირს მიმართავს

19 თებერვალი, 2014 • • 1265
გაიღვიძეთ! – უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს და ევროკავშირს მიმართავს

უკვე თითქმის სამი თვეა უკრაინელი ხალხი იცავს თავისუფლების, დემოკრატიის, საკუთარი ღირსების უფლებას. დღეს ამ ბრძოლას მოყვა სისხლი. მმართველი რეჟიმი აძლიერებს რეპრესიებს. დაძაბულობამ ზღვარს მიაღწია. შესაძლოა ახალი, უფრო ძლიერი აფეთქება ხალხის მხრისხანებისა. შედეგების პროგნოზირება შეუძლებელი იქნება.

 

ასეთ პირობებში “ჩაურევლობის პოლიტიკა” ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან გამოიყურება, როგორც თვალხილული ღალატი, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის, ეკონომიკური შანტაჟისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში დაქირავებულების პირდაპირი მონაწილეობის ფონზე.

 

თქვენმა მთავრობებმა სწორი დეკლარაციები მიიღეს, თქვენი პოლიტიკოსები მშვენიერ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისა და კრემლისთვის – ეს ცარიელი ხმაა. მათ მხოლოდ ძალის ენა და რეალური მოქმედებები შეუძლიათ გაიგონ.

 

თქვენი უმოქმედობა ასეთ პირობებში მათ ხელ-ფეხს უხსნის. ისინი კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ. ისინი უკრაინელების წამებას გააგრძელებენ.

 

მაგრამ იქნებ თქვენ სწორედ ამისკენ ისწრაფვით?

ვლადიმერ ოგრიზკო
ვლადიმერ ოგრიზკო

 

რატომ არ აწესებთ, როგორც მინიმუმ, მიზანმიმართულ სანქციებს იმათ წინააღმდეგ, ვინც გასცა სტუდენტების ცემის, დიქტატორული კანონების მიღების, მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის სროლის, დევნის და წამების ბრძანება, რომლებიც უკრაინაში ევროპულ ღირებულებებს იცავენ.

 

იქნებ თქვენ უკვე სხვა ღირებულებები გაქვთ?

 

იქნებ თქვენ საიდუმლო მოლაპარაკებები გაქვთ მოსკოვთან მისი უკრაინაზე პროტექტორატის თაობაზე? თუკი ეს ასეა, თქვენ უნდა იცოდეთ: ასე არ იქნება. ამის ნაცვლად თქვენ მიიღებთ ევროპაში საფრთხის ახალ წყაროს, რომელთან შედარებითაც  ყოფილი იუგოსლავია უმნიშვნელო წვრილმანად მოგეჩვენებათ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა შეუძლიათ უკრაინელებს!

 

ჩვენ ორი შედეგი შეიძლება გვქონდეს: რეალური კოლაფსი ევროპული ოცნებების და ახალი საშინელი აღმოსავლეთ-აზიური იმპერია, რომელიც, საბოლოო ჯამში, თქვენ გადაგყლაპავთ.

 

გაიღვიძეთ!


იფიქრეთ თქვენს მორალურ ვალდებულებებზე უკრაინელი ხალხის წინაშე რუსეთის გენოციდის დროს – ჰოლოდომორის 1932-1933 წლებში, როდესაც თქვენი წინაპრები მომხდარის სრულად გააზრების დროს დუმდნენ.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს, მილიონობით უკრაინელის მსხვერპლის დროს, როდესაც ორმა ტირანმა ორჯერ გადაწვა უკრაინის მიწა, თქვენს პოლიტიკოსებს „რაღაც უცნაური შემთხვევით“ დაავიწყდათ გაასამართლონ და დასაჯონ კომუნიზმი. თქვენი პოლიტიკოსები 80-იანი წლების ბოლოს მიმართვებში მოუწოდებდნენ, ახალ რუსულ იმპერიაში დარჩნენ, იმის გამო, რომ არ ჰქონდათ  სურვილი აღმოსავლეთის მუქარების წინააღმდეგ ემოქმედათ.

 

როგორ გრძნობთ თავს ამ როლში?

 

უკრაინელები აღარ გაჩუმდებიან. ჩვენ ვილაპარაკებთ სიმართლეს, როგორ მწარედაც არ უნდა ჟღერდეს ის თქვენთვის. შესაძლოა, ამან გააღვიძოს თქვენი მძინარე სინდისი. თქვენი მოქმედებები ან თქვენი უმოქმედობა ჩვენთვის იმის დამადასტურებელი იქნება, გაქვთ თუ არა ჭეშმარიტი ღირებულებები, რომლისთვისაც მზად ხართ იბრძოლოთ ან ეს ყველაფერი არის, უბრალოდ, ბლეფი და გულგრილობა.

 

როგორია დღეს „ევროპული ოცნების“ ფასი? ან იქნებ ამაზე კრემლს უნდა ჰკითხოთ?

 

იქნებ ახლა გაიგოთ, რომ მოქმედების დრო დადგა!

მასალების გადაბეჭდვის წესი