ახალი ამბები

ლევან ვარშალომიძე დაკითხვიდან გამოვიდა

17 თებერვალი, 2014 • 1349
ლევან ვარშალომიძე დაკითხვიდან გამოვიდა

„მოწმის სახით ვიყავი დაბარებული. არჩევნები მოდის და ტერორი უფრო გამკაცრდება. არ გამოვრიცხავ პროკურატურში ჩვენი პარტიის წევრების დაბარებას. მიხარია, რომ დღეს იმ ქალაქში ვცხოვრობ, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ვაშენებდით“.

 

ლევან ვარშალომიძე

პროკურატურის ცნობით, ლევან ვარშალომიძე დაიბარეს აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება ბათუმში მდებარე მილიონნახევარ ლარად შეფასებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისებისა და დაზიანების ფაქტს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას“

მასალების გადაბეჭდვის წესი