ახალი ამბები

RMG: გაფიცული თანამშრომლები პროფკავშირების გავლენის ქვეშ არიან

14 თებერვალი, 2014 • • 1206
RMG: გაფიცული თანამშრომლები პროფკავშირების გავლენის ქვეშ არიან

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც დღეს ჩვეულ რეჟიმში გამოცხადდნენ სამსახურში, გაფიცულებს მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ, რის გამოც იძულებულნი გახდნენ დღის 4 საათზე დაეტოვებინათ სამუშაო ადგილები.

 

კომპანია თამაზ დოლაბერიძეს სპილენძის კონცენტრატის ექსპორტთან დაკავშირებით შეგნებულად არასწორი ციფრების და განზრახ დამახინჯებულ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.  

 

“ყოველივე ზემოხსენებული გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ  შეგნებულ დესტრუქციულ ქმედებასთან, რომლის შესანიღბად ჩვენს თანამშრომელთა  გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება იქნა ბოროტად გამოყენებული. ამაზე მეტყველებს თუნდაც ხელფასის 100%-ით გაზრდის მოთხოვნის უპირობოდ დაყენება, რაც ნებისმიერ ეკონომიკაში ასე თუ ისე ჩახედული ადამიანისათვის აბსურდულია”,- აცხადებენ კომპანიაში.

 

კომპანია RMG აცხადებს, რომ შესაბამის ინსტანციებს მიმართავს, რათა იმ თანამშრომელთა უფლებები და ინტერესები დაიცვას, რომლებიც არ უერთდებიან გაფიცვას, და მოითხოვოს გაფიცვის უკანონოდ ცნობაზე მოხსენებული საკანონმდებლო და ეთიკური დარღვევების გამო.

 

დღეს კაზრეთის კულტურის სახლთან RMG ჯგუფის თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების გაზრდას, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების დადებას, ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებასა და გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას მოითხოვენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი