ახალი ამბები

შესაძლოა, ომბუდსმენი საპატრიარქოს ბავშვთა სახლების მონიტორინგში ჩაერთოს

7 თებერვალი, 2014 • • 1165
შესაძლოა, ომბუდსმენი საპატრიარქოს ბავშვთა სახლების მონიტორინგში ჩაერთოს

“მოლაპარაკება მიმდინარეობს, ჯერ პასუხი არ გვაქვს საბოლოო, მაგრამ მოლაპარაკებები გვაქვს და ვიმედოვნებ, ვიქნებით ჩართული,”-ამბობს ნანუაშვილი.

 

ომბუდსმენის განამრტებით, მონიტორინგში ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და პირი უნდა მონაწილეობდეს, რომლებსაც ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ და პროფესიონალები არიან:

 

“აუცილებელია, რომ მონიტორინგში მონაწილეობდნენ ის ორგანიზაციები, ის პირები, რომლებსაც აქვთ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, პროფესიონალები უნდა იყვნენ აუცილებლად ჩართული. თუმცა, აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციის ჩართვა ვფიქრობ, საჭირო არ არის, შესაძლოა გარკვეული წარმომადგენლები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების. რეალურად, მონიტორინგი უნდა განხორციელდეს და ამაში უნდა იყვნენ ჩართული პროფესიონალები.”

 

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის გია კკაკაჩიას თქმით, მიმდინარე მონიტორინგის შედეგად კონკრეტულ ბავშვებთან დაკავშირებით ბევრი ისეთი შემთხვევა გამოვლინდა, რომლის კონფიდენციალობის დაცვა სამინისტროს აუცილებელად მიაჩნია. 

 

“ვერ გავრისკავთ. ბევრი კონფიდენციალური ინფორმაციაა, რასაც საჯაროს ვერ გავხდით. არის შემთხვევები, როდესაც ოჯახმა ან რომელიმე ოჯახის წევრმა არ იცის იქ მცხოვრები ბავშვის არსებობის შესახებ. ბავშვთა პირად ინფორმაციაზე წვდომას ვერ დავუშვებთ. თუნდაც 2 არასამთავრობო ჩავრთოთ ამ პროცესში, ეს უსამართლობის განცდას გამოიწვევს მათში, ვინც ვერ მოხვდება მონიტორინგის ჯგუფში, ან რამდენად იქნებიან ისინი სანდო სხვა ორგანიზაციებისთვის. საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით კიდევ, მაგრამ, სავარაუდოდ, უარის თქმა მოგვიწევს,”- აცხადებს გია კაკაჩია.   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი