ახალი ამბები

მუიჟნიეკსი: დანერგილი გამჭვირვალობის გამო პენიტენციური სისტემა მონიტორინგს ექვემდებარება

25 იანვარი, 2014 • • 1202
მუიჟნიეკსი: დანერგილი გამჭვირვალობის გამო პენიტენციური სისტემა მონიტორინგს ექვემდებარება

“ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდიანა იმ სერიოზულმა ცვლილებებმა, რომელიც ციხეებში გახმაურებული, შოკისმომგვრელი სკანდალის შემდეგ განხორციელდა. მთელი რიგი ადამიანებისა, რომლებიც წამებასა და არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ, უკვე წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. აუცილებელია  გაგრძელდეს ასეთი მიდგომა. ჩემი აზრით, გამოცხადებულმა ამნისტიამ ციხეებში პატიმართა რაოდენობა შეამცირა, რის შემდეგაც იქ  უკეთესი პირობები შეიქმნა. მე მივესალმები დანერგილ გამჭვირვალობას. რის შედეგადაც პენიტენციური სისტემა მონიტორინგს ექვემდებარება”.– განაცხადა მან. 

 

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში სამუშაო ვიზიტით 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ დროის მანძილზე იგი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი