ეკონომიკა

ღარიბაშვილი დავოსში TATA ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა

23 იანვარი, 2014 • • 1318
ღარიბაშვილი დავოსში TATA ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა

TATA ჯგუფი მოიცავს100–მდე ოპერატორ კომპანიებს ბიზნესის 7 სექტორში. 

ჯგუფი მოქმედებს 100–ზე მეტ  ქვეყანაში 6 კონტინენტზე, მისი კომპანიები ახორციელებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტს 150 ქვეყანაში.

 

TATA ჯგუფმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გამოთქვა. TATA ჯგუფისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სწორედ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მოხდა.

 

TATA ჯგუფი საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა “აჭარისწყალი”. აჭარისწყალი წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ერთეულს, რომელიც მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისებისთვის შეიქმნა.

 

აჭარისწყლის პროექტი წარმოადგენს კასკადური ჰიდრორესურსების პროექტს, რომელიც მდებარეობს მდინარე აჭარისწყალზე და მის შენაკადებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი 400 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის დამონტაჟება. ამჟამად, პირველი სქემის მიხევით – შუახევის ჰესი, რომელიც შედგება 10 მგვტ და 175 მგვტ სიმძლავრის ერთეულებისაგან, მზადდება იმისთვის, რომ მშენებლობა 2013 წლის ზაფხულში დაიწყოს. ინვესტორები გეგმავენ შუახევის პროექტის ამოქმედებას 2016 წლის გაზაფხულისათვის, ხოლო მეორე პროექტის – კორომხეთის ჰესის ამუშავებას, რომლის სიმძლავრეა 150 მგვტ, 2018 წლის გაზაფხულზე. აღნიშნულ პროექტზე TATA ჯგუფს უკვე დახარჯული აქვს 33.4 მლნ დოლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი