ახალი ამბები

ქუთაისის მერი: არასწორი მენეჯმენტის გამო ოპერის თეატრის თანამშრომლები უხელფასოდ რჩებოდნენ

20 დეკემბერი, 2013 • • 906
ქუთაისის მერი: არასწორი მენეჯმენტის გამო ოპერის თეატრის თანამშრომლები უხელფასოდ რჩებოდნენ

ქუთაისის ვიცე-მერი ამბობს, რომ აღნიშნულ ფონდში ისინი 30 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს წარადგენენ:


“ყველა პროექტი არის ინფრასტრუქტურული, გარდა 550 ათასლარიანი პროექტისა, რომელიც ტექნიკის შეძენას ეხება. 16 მილიონი პროექტი არის გზებზე, ასევე არის 1,6 მილიონი, რომელიც ორი ახალი ბაგა-ბაღის აშენებას და ასევე, რამდენიმე 4-5 ბაღისთვის მიშენება და კიდევ არის 2-მილიონიანი პროექტი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწესრიგებლად,“ – ამბობს ქუთაისი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი.

 

მიმდინარე წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შემცირდა ქუთაისის მწვანე ყვავილას პანთეონის დაფინანსება, ასევე, უკანონოდ აშენებული ავტოფარეხებისა და უსახური შენობა–ნაგებობების დემონტაჟისთვის გამოყოფილი თანხები, ხოლო ოპერის თეატრს დამატებით 77 ათასი ლარი გამოუყვეს.

 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ამბობს, რომ ოპერის თეატრის არასწორი მენეჯმენტის გამო შესაძლებელია თანამშრომლები უხელფასოდ დარჩენილიყვნენ:

 

„ჩვენ საფინანსო სამსახურთან ერთად მუშაობის შედეგად მოვახერხეთ ის, რომ არც ერთი აუცილებელი მიმდინარე ხარჯი დაუფინანსებელი ქალქს არ დარჩება. ამას გარდა პრობლემად იყო, რომ ოპერის თეატრში არასწორი მენეჯმენტის გამო თანხები ისე იქნა გახარჯული, რომ ერთი თვის ხელფასი აკლდებოდათ თანამშრომლებს, შესაბამისად, ბიუჯეტში გამოიძებნა რესურსი და ეს რესურსი გადაერიცხება ოპერის თეატრს, რომ საახალწლოდ უხელფასოდ არ დარჩნენ.“

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გია უკლება მიიჩნევს, რომ თანხების აუთვისებლობა ცუდია:


„ძალიან ცუდია ის, რომ ვერ მოხდა წლის განმავლობაში თანხების ათვისება, რომელიც პანთეონისთვის და სხვადასხვა სამუშაოებისთვის იყო გათვალსიწინებული, მაგრამ ჩვენ ამ ცვლილებას მაინც დავუჭირეთ მხარი, რადგან ოპერის თეატრის თანამშრომლები რჩებოდნენ უხელფასოდ,“- აღნიშნავს უკლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი