ეკონომიკა

ნოემბერში საქართველოში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გაიზარდა

16 დეკემბერი, 2013 • • 1378
ნოემბერში საქართველოში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლისაზე 4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2618 მლნ. აშშ დოლარი იყო (20 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი -7064 მლნ. აშშ დოლარი (2 პროცენტით ნაკლები).

 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ნოემბერში 4446 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46
პროცენტი შეადგინა.

 

2013 წლის იანვარში  უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა –272,1 მლნ ლარი შეადგინა. თებერვალიში -345,5 მლნ.ლარი, მარტში -396,7 მლნ ლარი, აპრილში -421,8 მლნ.ლარი. მაისში -442,3 მლნ. ლარი, ივნისში -362,7მლნ.ლარი, ივლისში -466,8 მლნ.ლარი, აგვისტოში -410,7 მლნ. ლარი, სექტემბერში -428,9 მლნ. ლარი, ოქტომბერში -431,5 მლნ. ლარი, ნოემბერში -467,1 მლნ.ლარი. 

 

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაზუსტებული მაჩვენებლები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 24 დეკემბერს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი