ახალი ამბები

ხადური: ეროვნულ ბანკს აქვს რესურსი, რომ ლარის კურსს არაფერი დაემართოს

13 დეკემბერი, 2013 • • 1065
ხადური: ეროვნულ ბანკს აქვს რესურსი, რომ ლარის კურსს არაფერი დაემართოს

“მინდა გესმოდეთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არის მონეტარული პოლიტიკის განმახორციელებელი. მიუხედავად ამისა, ლარის კურსს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკური გუნდი, ეროვნული ბანკი ვმუშაობთ ერთობლივად, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი რესურსი, რომ ლარის კურსს არაფერი დაემართოს. თუ ნახავთ, ნებისმიერი ქვეყნის ვალუტის კურსი იცვლება ამ პერიოდში, გარდა ბელორუსიისა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.


ლარმა გაუფასურება 2013 წლის 8 ნოემბრიდან დაიწყო. ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ერთი თვის წინ 1,6793 ნიშნულზე იყო. 13 დეკემბრის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7123-მდე დაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი