ახალი ამბები

კვლევა: გამოკითხულთა 34,6% ცოლის ცემას გამართლებულად მიიჩნევს

9 დეკემბერი, 2013 • • 1377
კვლევა: გამოკითხულთა 34,6% ცოლის ცემას გამართლებულად მიიჩნევს

 

კვლევის თანახმად, ქმრის მიერ ცოლის ცემა დანაშაულად რესპონდენტთა 69%-ს მიაჩნია, 25% კი თვლის, რომ ის მხოლოდ ოჯახის საქმეა.

 

რაც შეეხება ქალის რეაქციას ძალადობაზე, გამოკითხულთა ასევე 69% მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ის ქმარს უნდა დასცილდეს, 17% კი თვლის, რომ ცოლმა ძალადობა უნდა მოითმინოს. ძალადობის შემთხვევაში პოლიციისთვის მიმართვას მეგობარს მხოლოდ გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი ურჩევდა.

 

დოკუმენტის მიხედვით, პოლიციისადმი არმიმართვის ძირითადი მიზეზები სირცხვილი, საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის შიში და დაუცველობის გრძნობა – ქმრისგან კიდევ უფრო დიდი ძალადობის მოლოდინია. გამოკითხულთა 77,8 %-ს ოჯახში ძალადობა ძალიან ან საკმაოდ ხშირ მოვლენად მიაჩნია, 9,6%-ს კი აქვს შიში, რომ ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა მისი ახლობელი ადამიანი გახდეს.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერებისა და დამოკიდებულებების კვლევა საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში ჩაატარა. სულ 18-დან 60 წლამდე ასაკის 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. მათ შორის, 65.1% – ქალია და 34.9% – მამაკაცი. კვლევა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი