ახალი ამბები

ამინდის გამო ბათუმის აეროპორტში ავიარეისები გადაიდო

9 დეკემბერი, 2013 • • 1253
ამინდის გამო ბათუმის აეროპორტში ავიარეისები გადაიდო

უამინდობის შედეგად დაზიანებული მაღალი ძაბვის ხაზის გამო ამ დროისთვის ბათუმს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება. ამ ეტაპზე ელექტრომომარაგების ადგილობრივი სამსახური მუშაობს იმაზე, რომ ბათუმში ყველა მნიშვნელოვან ობიექტს ელექტროენერგია აღუდგეს. ელექტროენერგია არ მიეწოდება წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის მუნიციპალიტეტებსაც.

 

წუხელ ბათუმში მოსულმა თოვლმა გადაადგილების პრობლემაც შექმნა. ამ დროისთვის გაუწმენდავია ქალაქის თითქმის ყველა ქუჩა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ტექნიკა მუშაობს, ქუჩებში გადაადგილება ჭირს. 

 

ბათუმში ამჟამადაც გადაუღებლად თოვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი