ახალი ამბები

ინიციატივა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე

28 ნოემბერი, 2013 • • 1058
ინიციატივა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე

გია ჟორჟოლიანის მიერ მომზადებული კანონპროექტი მიზნად ისახავს კონკურსების ჩატარების ვადა გადაწეულ იქნას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის, რაც, კანონპროექტის ინიციატორის აზრით, ადგილობრივ ხელისუფლებას საშაულებას მისცემს კონკურსების ჩატარება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საფუძველზე განხორციელებული რეფორმის შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი სისტემის პირობებში.

 

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, კონკურსი ტარდება არაუგვიანეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღისა. 

 

გარდა ამისა, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მეორე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს და რომელზედაც დანიშნულია დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, პირი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს 2014 წლის 1 ივლისამდე, ხოლო კონკურსის წესით შესარჩევ სხვა თანამდებობაზე, რომელზედაც დანიშნულია დროებითი მოვალეობის შემსრულებელი – 2014 წლის 1 იანვრამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი