ახალი ამბები

დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ბოტკოველი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს

13 ნოემბერი, 2013 • • 902
დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ბოტკოველი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს

დავით დარჩიაშვილის თქმით, მიქაელ ბოტკოველის განცხადებაში სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევის აშკარა ნიშნებია:

 

„მუქარა, რომელიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს, რა თქმა უნდა, არის დანაშაული. ამ ყველაფრის დარეგულირება ცივილიზებულ სახელმწიფოში არის მთავრობის ფუნქცია, პრეროგატივა და პირველ რიგში პასუხისმგებლობა არის მთავრობაზე. ბუნებრივია, ვინც ჩაიდენს ძალადობას, ან იმუქრება ძალადობით, მას, როგორც კერძო პირს, პასუხისმგებლობა ეკისრება.“

 

“იდენტობა” უსახლკაროთათვის თავშესაფარს ვეღარ ხსნის, რადგან, მათი თქმით, თავშესაფრის ბინადრებს და ორგანიზატორებს ძალადობის საფრთხე დაემუქრა. დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ზამთარში უსახლკაროთა სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ამაზე პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს გარდა, საპატრიარქოს ეკისრება:

 

„მე გელაპარაკეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე. აქედან გამომდინარე, მორალი გვკარნახობს, რომ თუკი ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი და მერე პირდაპირ ან ირიბად ამის შედეგად ხდება კონკრეტული ადამიანების დაზარალება, პასუხისმგებლობა არა მარტო სამართლებრივი, არამედ მორალურიც ეკისრება, ვინც არ უნდა იყოს ის, სასულიერო, თუ საერო პირი.“

მასალების გადაბეჭდვის წესი