ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი იტალიის ელჩს შეხვდა

8 ნოემბერი, 2013 • • 1619
გიორგი მარგველაშვილი იტალიის ელჩს შეხვდა

პირველი შეხვედრა მარგველაშვილმა იტალიის ელჩთან საქართველოში ფედერიკა ფავისთან გამართა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე დემოკრატიის განვითარების პროცესზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ორმხრივ ურთიერთობებზე იაუბრეს. 

 

ფედერიკი ფავი
ფედერიკი ფავი

“შევხვდი პრეზიდენტს, იმისათვის, რათა გადამეცა მილოცვა ჩვენი პრეზიდენტის და პირადად ჩემი სახელით. მას და საქართველოს ვუსურვე წარმატება, მივულოცე ის, თუ როგორ ჩატარდა ქვეყანაში არჩევნები. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, რომ იტალია და საქართველო დიდი ხნის მეგობრები არიან და გვსურს და ვაპირებთ, რომ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთოებები იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მიზანთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ იტალია გააგრძელებს საქართველოს ტერტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერას,”- განაცხადა ელჩმა.

 

ფედერიკა ფავის თქმით, არსებობენ იტალიური კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ბაზრით. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაესწრება 17 ნოემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციას, მან ეს ჯერ არ იცის, რადგან რომიდან პასუხს ელოდება. 

 

იტალიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი