ახალი ამბები

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ცოტნე მამულაშვილმა ციხე უკვე დატოვა

30 ოქტომბერი, 2013 • • 1664
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ცოტნე მამულაშვილმა ციხე უკვე დატოვა

“ღამის 12-ის ნახევარზე ცოტნე გლდანის ციხიდან გამოვიდა და უკვე რამდენიმე საათია, რაც სახლშია! დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი ოჯახის განსაცდელის კეთილად დასრულება გაუხარდა! დიდი მადლობა იმ უამრავ კეთილშობილ ადამიანს-ვინც აქაც და ინბოქსშიც გულწრფელი სიხარულით სავსე წერილები მომწერა! და ბოლოს, მთავარი-უღრმესი მადლობა ჩვენს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მან მე ფაქტიურად სიცოცხლე დამიბრუნა! დიდი მადლობა, ჩემო პრეზიდენტო-უფალი იყოს შენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!”, – წერს მაია ორჯონიკიძე ოფიციალურ facebook გვერდზე.

 

ცოტნე მამულაშვილი ყაჩაღობის ბრალდებით 2013 წლის თებერვალში დააკავეს. ავტოლომბარდის დაყაჩაღების ფაქტზე მასთან ერთად დააკავეს კიდევ სამი პირი, ჯაბა ლომიძე, მამუკა ბაყაშვილი და ლაშა ჯამბაზიშვილი.


ცოტნე მამულაშვილის ოჯახი და „ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ალექს შოშიკელაშვილი, რომელიც მონიტორინგს უწევდა აღნიშნულ საქმეს, მიიჩნევდნენ, რომ სამართალდამცავებმა ცოტნე მამულაშვილი დედის, მაია ორჯონიკიძის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით დააკავეს და აღნიშნული ბრალდება შეთითხნილია.


მასალების გადაბეჭდვის წესი