ახალი ამბები

შსს: ბაქრაძის შტაბის უფროსის სახლის ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძვლეზე მოხდა

20 ოქტომბერი, 2013 • • 929
შსს: ბაქრაძის შტაბის უფროსის სახლის ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძვლეზე მოხდა

“შემოიჭრნენ ჩემს საცხოვრებელ სახლში სამმართველოს უფროსი და რამდენიმე პოლიციის თანამშრომელი, რომლებმაც ყოველგვარი ჩხრეკის ორდენის წარმოდგენის გარშე დაიწყეს ეს პროცესი. როგორც განგვიმარტეს, სავარაუდოდ, ჩემს სახლში ინახებოდა ასაფეთქებელი ნივთიერება და რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი. ყველაფერს ვუკავშირებ ჩემს პოლიტიკურ მხარეს, რომ ვარ დავით ბაქრაძის მხარდამჭერი”,– აცხადებს ნინო ფხალაძე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. გამოძიება დაწყებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვას ითვალისწიება. შსს–ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკა ოჯახის წევრების თანხმობით ჩაატარეს.

 

ნინო ფხალაძის მთავარ პრეტენზიას ჩხრეკის ორდერის არქონის შესახებ, საგამოძიებო სტრუქტურაში პასუხობენ, რომ გადაუდებელი აუცილებლობის ჩხრეკის ჩატარების უფლება ორდერის გარეშეც აქვთ:

 

“როცა არის გადაუდებელი აუცილებლობის ჩხრეკა, ამ შემთხვევაში ორდერი, იგივე მოსამართლის ნებართვა, მის გარეშეც შესაძლებელია განხორციელდეს. უბრალოდ, შესაბამისი მასალები, რაც იქნება შეგროვებული აღნიშნულთან დაკავშირებით, უნდა წარედგინოს სასამართლოს. ჩხრეკა ჩატარდა კანონიერად, თუმცა მართლსაწინააღმდეგო საგანი ჩხრეკის შედეგად არ აღმოუჩენიათ”– აცხადებენ შინაგან სამეთა სამინისტროში.

 

აღნიშნულ ფაქტს უკვე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა– საქართველო”, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უახლოეს პერიოდში დაადგინოს ის გარემოებები, რაც გახდა საფუძველი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ოპერატიული ღონისძიება განეხორციელებინათ სოფელ ფარცხნალში დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის უფროსის მიმართ.

 

“სამინისტრომ ასევე უნდა განმარტოს, არსებობდა თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ მსგავსი ქმედება განხორციელებულიყო ოპოზიციური პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული პირის წინააღმდეგ”.– ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი