ახალი ამბები

EUMM–ის ახალი ხელმძღვანელი გალში შეხვედრების აღდგენას არ გამორიცხავს

1 ოქტომბერი, 2013 • 1184
EUMM–ის ახალი ხელმძღვანელი გალში შეხვედრების აღდგენას არ გამორიცხავს

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ მას სჯერა, შეხვედრების ეს ფორმატი რომ აღდგება:

“ჩვენ ნებისმიერ დროს ვართ მზად განვაახლოთ IPRM–ი გალში, თუ, რა თქმა უნდა, იქნება ყველა მხარის შსესაბამისი პოლიტიკური ნება, მე მინდა გითხრათ, რომ არსებობს პოზიტიური ვითარება ამ საკითხთან დაკავშირებით. იყო გარკვეული მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვერ შევძელით ამ შეხვედრების გაგრძელება და მე იმედი მაქვს და მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება და აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლები შეხვედრების გაგრძელებას მოახერხებენ”, – განაცხადა კლაარმა.

გალში IPRM–ის შეხვედრები მას შემდეგ აღარ ტარდება, რაც აფხაზურმა მხარემ მონიტორინგის მისიის ძველი ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი ქართული მხარის სასარგებლოდ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

ტოივო კლაარი
ტოივო კლაარი

მასალების გადაბეჭდვის წესი