ახალი ამბები

არჩევნების დღეს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა გაუქმდეს

13 სექტემბერი, 2013 • • 1451
არჩევნების დღეს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა გაუქმდეს

 

პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ჯგუფი დღეს განიხილავს ცესკოს მიერ 2012 წელს მიღებული კანონქვემდებარე აქტის გაუქმების საკითხს, რომელიც საარჩევნო დღეს მედიისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ეხება. ქუცნაშვილის თქმით, მედიისთვს არსებული შეზღუდვების მოხსნის გარეშე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება:

 

“მეორე მხრივ, ჟურნალისტებმა არ უნდა შეუშალონ ხელი საარჩევნო პროცესს არჩევნების დღეს. თუმცა ის მცდარი და უაზრო რეგულაციები უნდა გაუქმდეს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა სხდომის დაწყებამდე.

 

კომენტარი არ გაუკეთებიათ არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, რომელიც სხდომას ასევე ესწრება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი