საზოგადოება

ეკომიგრანტები აჭარაში [Video]

10 სექტემბერი, 2013 • 2654
ეკომიგრანტები აჭარაში [Video]

მთავრობა მათ თავშესაფარს სხვა რეგიონებში სთავაზობს. მოსახლეობის ნაწილი შემოთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი უარს აცხადებს საკარმიდამოს დატოვებაზე და კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს.

 

3 თვის წინ წალკაში გადასახლებული ეკომიგრანტები უკან, აჭარაში დაბრუნდნენ. მათი თქმით, წალკაში დაბრუნებულმა ბერძნებმა სახლების დაცლა აიძულეს. ეკომიგრანტების ნაწილმა, თავი დროებით ბავშთა სახლის ყოფილ შენობას შეაფარა, ნაწილი კი დღემდე კარვებში ან ღია ცის ქვეშ ათენებს ღამეს. მათი მოთხოვნა წალკაში დაბრუნება ან აჭარაში დროებითი საცხოვრებელით დაკმაყოფილებაა.

 

2010 წლის მონაცემებით საქართველოში სულ 35 000 ეკომიგრანტია. ეს რიცხვი თანდათან იზრდება.


სიუჟეტი მომზადებულია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული პიპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი