ახალი ამბები

ივანიშვილი: მეცხრე არხის საზოგადოებრივ მაუწყებლად ქცევა შეუძლებელია

4 სექტემბერი, 2013 • 954
ივანიშვილი: მეცხრე არხის საზოგადოებრივ მაუწყებლად ქცევა შეუძლებელია

ივანიშვილის თქმით, მეცხრე არხი საზოგადოებრივ მაუწყებლად ვერ გარდაიქმნება, რადგან არა მთელი საზოგადოება, არამედ მისი ნაწილი იქნება დაინტერესებული მისი მიუკერძოებლობით. 

 

“ძალიან რთული იქნება მისი საზოგადოებრივ არხად გარდაქმნა და მისი მართვაც. ჩვენ გავქვს საზოგადოებრივი არხი. საზოგადოებრივ არხში ყველა მოქალაქე იხდის ფულს, შესაბამისად, მათ სხვა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ- მოსთხოვენ მას, რომ იყოს ობიექტური. როგორც კი კერძოს, ნაწილს და მსგავსს გააკეთებ, რომელიც იღებს მონაწილეობას, მხოლოდ იმ ნაწილს უჩნდება ეს პრეტენზია და იმის დარეგულირებაც იქნება ძალიან რთული. გაცილებით კარგი იქნება, რომ ჩვენ ძირითადი ყურადღება გადავიტანოთ საზოგადოებრივ ტელევიზიაზე და მოვახერხოთ, რომ ის მაქსიმალურად ჩადგეს საზოგადოებრის სამსახურში,”-განაცხადა ივანიშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი შეეცადა დაერწმუნებინა საინიციატივო ჯგუფის “ვყიდულობთ მეცხრე არხს და ვქმნით საზოგადოებრივ მაუწყებელს” წევრები, რომ ტელეიზიის მართვა არის ძალიან რთული, მით უმეტეს, რომ საქართველოში კორპორაციების ფუნქციონირება არ არსებობს. 

 

“სატელეფონო პრესკონფერენცია მქონდა ქალბატონ ია ანთაძესთან, მაღლაფერიძე და ცოტნე განსახურდიასთან მქონდა კიდევ. მე შევეცადე, რომ დამემტკიცებინა მათთვის, რომ ეს არის ძალიან რთული განსახორციელებელი. ჩვენ საჯარო ორგანიზაცია არც ერთი არ გვაქვს, აქციონერები როგორი არის, კორპორაციები და ასე შემდგომ. ტელევიზიის ბაზაზე ეს ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ჩემი გადმოსახედიდან- შეუძლებელიც კი. 

 

მაგრამ თითოეულმა მათგანმა არ იღეს ყურად ჩემი მტკიცებულებები და აგრძელებდნენ, რომ ისინი მოახერხებდნენ და შეძლებდნენ. მე მივხვდი, რომ  ვერ დავარწმუნებდი და ჩემთვის იოლი გზა გამოვძებნე- დავეთანხმე მათ და ვუსურვე, რომ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ჩემი მხრიდან არანაირი პრობლემა არ იქნება გადმოცემაზე თუ გადმოცემის ფორმატს ნახავენ. ვთხოვე, რომ დაემუშავებინათ ეს დოკუმენტი, როგორ ახერხებდნენ, დაეწერათ და დაედოთ. დღემდე პროექტი მე არ მაქვს წარმოდგენილი,”- განაცხადა ივანიშვილმა. 

 

ბიძინა ივანშვილმა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელევიზიის გასხვისება გადაწყვიტა, რადგან, მისი განცხადებით, პოლიტიკაში ყოფნის დროს მას უხერხულობას უქმნის ტელევიზიის ფლობა. ტელევიზიის შეძენის სურვილი საინიციატივო ჯგუფმა “ვყიდულობთ მეცხრე არხს და ვქმნით საზოგადოებრივ არხს” გამოთქვა. საინიციატივო ჯგუფში ია ანთაძე, ვასილ მაღლაფერიძე, ცოტნე განსახურდია შედიან. მათ მეცხრე არხის ბაზაზე საზოაგადოებრივი არხის შექმნა სურთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი