ახალი ამბები

რა საკითხებს დააყენებენ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე

2 სექტემბერი, 2013 • 1457
რა საკითხებს დააყენებენ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე

სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების წარმომადგენლებმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა  სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ სხდომაზე განსახილველად აპირებს დააყენოს ფოთში მომხდარი ფაქტი:

“ნაცმოძრაობის 3 კოორდინატორი დაიბარეს პროკურატურაში. ჩვენ ერთ მათგანთან მოვახერხეთ გასაუბრება და მივიღეთ ინფორმაცია, რომ ისინი დაიბარეს დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით.  ვფიქრობთ, რომ წინაასაარჩევნო პერიოდში პროკურატურამ ასეთი ტიპის დაბარებებისგან თავი უნდა შეიკავოს”, – განაცხადა გიგაურმა.

 

უწყებათშორისი კომისიის სხდომას ესწრება პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან თინათინ ბოკუჩავა. მისი თქმით, ისინიც აპირებენ რომ დააყენონ ფოთის საკითხი. ის ასევე აპირებს ისაუბროს ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის დროს მომხდარი ინციდენტებზე:

“ვაპირებ ვისაუბრო  მარტვილის, ვანის, ზუგდიდის საკითხზე, სადაც პრაიმერის დროს ძალადობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. მუდმივად გამოიყენება ადმინისტრაციული ჯარიმები, 100 ლარად არის შეფასებული პარლამენტარის მიმართ ძალადობა. გასაოცარია, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები ვერ ნახა იმ ძალადობის ფატქებში, რომელიც ყველამ იხილა.

ჩვენ მოვითხოვთ რეაგირებას ამ ფაქტებზე. იმედია, გარემო იქნება კონსტრუქციული. და არ იქნება ისეთივე აგრესია, როგორც იყო წინა სხდომაზე”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

“სამართლიანმა არჩევნებმა” წარმოადგინა წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე ანგარიში  და ვაპირებთ ამ ანგარიშში შესულ საკითხებზე  გავამახვილოთ ყურადღება”, – განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნინო ლომჯარიამ.  მისი თქმით, ის აპირებს ისაუბროს  კასპის, ასპინძისა და ახმეტის ადგილობრივ თვითთმართველობებზე განხორციელებული ზეწოლის ფატქებზე.

 

ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ კომისიის სხდომაზე დააყენებს ადიგენის გამგებლის დაკავების ფაქტის საკითხს, ის ასევე აპირებს დაუბრუნდეს  წინა სხდომაზე განხილულ საკითხებს, რადგან აინტერესებს, რა რეაგირება მოყვა კომისიის მხრიდან.

 

“მათ შორის იყო “გურიის მოამბის” საკითხი, ასევე ნაცმორაობამ მოგვაწოდა ინფორმაცია მათ აქტივისტებზე ზეწოლის საკითხებზე, ვაპირებთ ეს საკითხიც დავაყენოთ”.

 

იუსტიციის სახლში “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია”, იუსტიციის მინისიტრის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით,  მეორედ, 2 სექტემბერს შეიკრიბა.

 

 თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია წინა არჩევნების დროს უშიშროების საბჭოში იკრიბებოდა.  საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის ზაფხულში განხორციეებული ცვლილებებით, კომისია იუსტიციის სამინისტროს დაექვემდებარა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი