ახალი ამბები

ხიდაშელი: პროკურორები სასამართლო პროცესზე მომზადებულები უნდა მივიდნენ

2 აგვისტო, 2013 • • 1272
ხიდაშელი: პროკურორები სასამართლო პროცესზე მომზადებულები უნდა მივიდნენ

“ბაჩო ახალაიას განაჩენი იყო იმის დასტური, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. მარტივი ამბავია, რამდენიმე წლის წინ, როგორ წარმოგიდგენიათ, სასამართლო გაბედავდა და რაიმე ეჭვის შემტან გადაწყვეტილებას გამოიტანდა იმაში, რასაც პროკურატურა ითხოვდა მისგან. ის, რომ ეს გუშინ შესაძლებელი გახდა, არის სწორედაც იმის დასტური, რომ საქართველოს დღევანდელო ხელისუფლება არცერთი ფორმით სასამართლოზე ზეწოლას არ ახორციელებს” – განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

 

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

მისი თქმით, ბაჩო ახალაიას პროცესზე მნიშვნელოვამი სასამართლო პროცესი ძალიან ცოტა შეიძლება შედგეს საქართველოში შემდეგი წლების განმავლობაში: ” ამიტომ ცალსახაა და ამის არდანახვა არ შეიძლება. მაგრამ, მეორე მხრივ, მე გუშინ ვთქვი და დღესაც გავიმეორებ,  ჩემთვის ბაჩო ახალაია გუშინდელ საქმესთან დაკავშირებით არ გამართლდა. ჩემთვის დადასტურდა, რომ პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა მას ბრალი. მაგრამ რეალობაა ასეთი. იქ მუშაობენ პროკურორები, რომლებიც ადეიშვილის დროსაც მუშაობდნენ და იცოდნენ, რომ მტკიცებულების მოგროვება  არ სჭირდებიოდათ. რასაც იტყოდა პროკურატურა სასამართლოში, ჭეშმარიტებად იყო აღიარებული. უნდა ისწავლონ, რომ დღეს სხვა საქართველოა და სასამაღთლოში უფრო მომზადებულები უნდა მივიდნენ.” 

 

ხიდაშელის განცხადებით, არჩილ კბილაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი არვ უნდა დადგეს:”არ შემიძლია არც ერთი წამით, რომ ამ საქმეში მთავარი პროკურორის რაიმე პრობლემა დავინახო. როცა 9 წლის განმავლობაში სისტემა ასე მუშაობდა, პროკურორს არ უუჭირავს ჯადოსნური ჯოხი, რომ სიტუაცია შეცვალოს. ზუსტად იცოდა პროკურორმა, რომ არაფერი რომ არ გაეკეთებინა, მის ყველა ნათქვამს დაეთანხმებოდა მოსამართლე.  უცებ ამ ხალხისგან პროფესიონალები ვერ შეიქმნება.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი