ახალი ამბები

იურიდიული დახმარების სამსახური სასჯელაღსრულების სამინისტროს გამოეყოფა

30 ივლისი, 2013 • • 984
იურიდიული დახმარების სამსახური სასჯელაღსრულების სამინისტროს გამოეყოფა

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დღეს, 30 ივლისს, მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა,

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

კანონპროექტზე ერთობლივად იმუშავეს სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროებმა. მისი თქმით, იურიდიული სამსახურის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს ქმნის და მიიღეს გადაწყვეტილება მისი დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბების შესახებ.

 

სოზარ სუბარის განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ადვოკატთა ასოციაცია. იურიდიული დახმარების სამსახურის ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბება 2014 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი