ახალი ამბები

საცურაო აუზი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში [ფოტო/ვიდეო]

21 ივლისი, 2013 • • 3586
საცურაო აუზი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში [ფოტო/ვიდეო]

როგორც “ნეტგაზეთს” სამების ტაძარში განუცხადეს, აუზი მხოლოდ ბავშვებისთვის ფუნქციონირებს და ის უფასოა.

დღეს, 21 ივლისს ტრადიციულ საკვირაო ქადაგებაში ილია მეორემ ბავშვებისთვის მოწყობილი ადგილის გამო მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა:

“ბიძინა ივანიშვილი დიდ ყურდღებას აქცევს ოჯახის სიძლიერეს, და ბავშვებისთვის მოგვიწყო ერთი ადგილი აქ, სამების ტაძრის ეზოში, რომელსაც ჩვენ ახლა ვნახავთ და დავლოცავთ. მე მინდა დავლოცო ბატონი ბიძინა და ღმერთმა შეუწიროს ის სიკეთე, რომელსაც ის აკეთებს ჩვენი ერისთვის”–განაცხადა ილია მეორემ. 

გარადა ამისა, საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის დირექტორის მოადგილემ იღუმენმა თეკლემ განაცხა, რომ ტერიტორია ბავშვებისთვისაა განკუთვნილი:

“ეს ბაღი ფუნქციურად განკუთვნილია ბავშვებისთვის, ზაფხულის ცხელ დღეებში, ვისაც საშუალება არ აქვს, რომ ქალაქიდან გავიდეს, უწმინდესმა მოუწყო ასეთი დღესასწაული. მათ ექნებათ საშუალება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცოტა გაგრილდნენ, დაისვენონ. დღეს ეს ნაწილი აკურთხეს”– განაცხადა მან.

აუზის გარდა, ილია მეორის კურთხევით,  კაფე ”ლაღიძის წყალი” ფუნქციონირებს.

კაფეს ორი თვის წინ დაფუძნებული კომპანია შპს “წყალი” ამუშავებს და მის გახსნას ილია მეორე პირადად დაესწრო. შპს “წყალში” 60%-იან წილს მიტროფანე ლაღიძის შვილიშვილი ვახტანგ ლაღიძე ფლობს

 

კვების ობიექტი ყოველდღე, დილის 11 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობს. რესტორანი მომხმარებლებს სამარხვო კერძებსაც სთავაზობს და მას როგორც საქართველოში მაცხოვრებლები, ისე ტურისტებიც სტუმრობენ.

 

ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე
ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე

 

ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე
ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე

ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე
ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე

რესტორანი
რესტორანი ”ლაღიძის წყალი” სამების ეზოში: ფოტო: კატო კოპალეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი