ახალი ამბები

ბუკია მალაშხიას ადანაშაულებს

12 ივლისი, 2013 • • 1101
ბუკია მალაშხიას ადანაშაულებს

გია ბუკია ამბობს, რომ არსებობს ჩანაწერი, რომელშიც მალაშხია სამეგრელოში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს:

“აუდიო ჩანაწერში შოთა მალაშხია სამეგრელოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს .  ის ამბობს, რომ  ყველა საკრებულოს ფლობს, ხობის რაიონის გარდა, სადაც რაღაც ტიპის პრობლემებია, თუმცა იქაც მოაგვარებენ. ჩემი წყაროს ინფორმაციით, აუდიო საუბარში მალაშხია ამბობს – “მოემზადეთ სრული მობილიზაციისთვის”. 

დეპუტატის თქმით, მისი შეშფოთება იარაღის სამალავებზე საუბარმა გამოიწვია:
“ჩემი შეშფოთება გამოიწვია სიტყვებმა – “იარაღის სამალავები მრავლად არის. “

როგორც ბუკია ამტკიცებს, მას ჩანაწერი მონასმენი არ აქვს, თუმცა  აპირებს რომ ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდოს და წყაროც აუსხელოს.  

ბუკიას ეკა ბესელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციები მასაც აქვს სხვადასხვა წყაროებიდან და ეს ინფორმაციები შესაბამისს რეაგირებას საჭიროებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი