ახალი ამბები

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ რუსთაველის გამზირის ტერიტორია

17 მაისი, 2013 • 1133
შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ რუსთაველის გამზირის ტერიტორია

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სიმშვიდე, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და დატოვონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ჩატარებას. მათ დღეს გაარღვიეს პოლიციის კორდონი, განახორციელეს ძალადობა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელებიც.

შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია ცნობა, დაწყებულია თუ არა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით და არც იმის თაობაზე, დააკავეს თუ არა ვინმე განხორციელებული ძალადობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი