ახალი ამბები

აქცია “რედისონთან” “იდენტობის” წინააღმდეგ [VIDEO]

10 მაისი, 2013 • 1267
აქცია “რედისონთან” “იდენტობის” წინააღმდეგ [VIDEO]

თბილისში, სასტუმრო “რედისონში”, ორგანიზაცია “იდენტობა” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფი” 17 მაისს – ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრესკონფერენციას და მედიის წარმომადგენლებისთვის ვორქშოფს მართავს. სასტუმროს გარე პერიმეტრს ამ დრომდე სამართალდამცავები იცავენ. 

 

მოქალაქეთა ჯგუფი, რომელმაც გუშინ საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა, აცხადებს, რომ 17 მაისს აღნიშნულ აქციას არ დაუშვებს. შესაბამისად, უსაფრთხოებისთვის და ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ორგანიზაცია “იდენტობამ” სამართალდამცავებს მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი