ახალი ამბები

სინოდი ID ბარათებზე ხელმეორედ დადგენილების გამოტანას საჭიროდ არ მიიჩნევს

23 აპრილი, 2013 • 1403
სინოდი ID ბარათებზე ხელმეორედ დადგენილების გამოტანას საჭიროდ არ მიიჩნევს

შეკითხვაზე, განიხილებოდა თუ არა სხდომაზე ID ბარათების, ან თურქეთის ტერიტორიაზე მდებარებ ქართული ტაძრების საკითხი, მიტროპოლიტმა უპასუხა:

 

“ჩვენ, როგორც წესი, სინოდზე მრავალ საკითხზე ვსაუბრობთ. არის საკითხები, რომელზეც სინოდმა დადგენილება მიიღო, რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ვფიქრობ, საკითხებზე, რომლებზეც ეკლესიას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, არ არსებობს აუცილებლობა კვლავ და კვლავ ერთსა და იმავე საკითხზე ვიმსჯელოთ. როცა დადგება აუცილებლობა, ეკლესია თავის სიტყვას იტყვის”, – განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა. მისივე თქმით სინოდის სხდომაზე ძირითადად ორი საკითხი განიხილეს:


“ეს არის ჩვეულებრივი რიგითი საგაზაფხულო სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ორი საკითხი. პირველი საკითხი ეხებოდა ეპარქიებში არსებულ მდგომარეობას, გაკეთდა მოხსენებები და აღინიშნა, რომ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ცხოვრებას ახლავს მრავალი სახის პრობლემა, საკითხი მოსაგვარებელი და რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეკლესიის ეპარქიებში ჩვენი საქმიანობა, როგორც საგანმანათლებლო, კულტურული, სასულიერო, ასევე სოციალური მიმართულებით. მეორე საკითხი ეხებოდა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის ყოვლადუსამღვდელოესი დავითის თხოვნას, მან ითხოვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე გასვლა. სინოდმა იმსჯელა და დაადგინა, დაკმაყოფილდეს მისი თხოვნა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა. მისივე ინფორმაციით, გამოთავისუფლებულ კათედრაზე ბოდბის ეპარქიაში ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნება, ხოლო გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია, რომელსაც იკავებდა ეპისკოპოსი იაკობი, მცხეთა–თბილისის ეპარქიას შეუერთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი