ახალი ამბები

შოთა მურღულია: ტენდერებში კომპანიების აქტივობა დაბალია

23 აპრილი, 2013 • • 1170
შოთა მურღულია: ტენდერებში კომპანიების აქტივობა დაბალია

მისი თქმით, დაბალი ინტერესი წინა ხელისუფლების მიერ გამარჯვებული კომპანიების მიმართ არსებულმა დამოკიდებულებამ განაპირობა: 

 

შოთა მურღულია
შოთა მურღულია

“ბევრი კომპანია მოგვმართავს, რომ წინა ხელისუფლებამ ფული გადაახდევინა. ისინი აიძულეს გარიგებებში შესულიყვნენ, რის შედეგადაც ფინანსურად სერიოზულად დაზარალდნენ. ამასთან დაკავშირებით კომისიაა შექმნილი, რომელიც იკვლევს, თუ რა პრობლემები ჰქონდათ ტენდერებში გამარჯვეულ და შემდეგ დაკვეთის შემსრულებელ კომპანიებს ხელისუფლებასთან. იყო შემთხვევები, როცა კომპანიებს თანხებს არ ურიცხავდნენ, ზედმეტად აკეთებინებდნენ  საქმეებს. რამდენიმე კომპანიას კი ნაციონალური მოძრაობის ფონდში ფული შეატანინეს.”

 

 

შოთა მურღულაის განცხადებით, სამინისტროს ამ პრობლემებით დაახლოებით 50 კომპანიამ მიმართა:”ამ საკითხების შესწავლისას თუ გამოჩნდა სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ნიშნები, ეს საქმეები პროკურატურას გაადეგზავნება.”

 

 

რაც შეეხება მიმდინარე ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს, შოთა მურღულიას განცხადებით, მათ საქმიანობას სამინისტრო დეტალურად გააკონტროლებს: “ყოველთვე გაკონტროლდება, ვინ რა ვალდებულებას ვერ ასრულებს. ბუნებრივია, მასთან შეწყდება ხელშეკრულება და გამოცხადდება ახალი ტენდერი. ჩვენ რაც გვეწერება ხელშეკრულებაში, მხოლოდ იმას გავაკეთებინებთ კომპანიას. ჩვენ მათთან ვურთიერთობთ  სამართლებრივი ჩარჩოების ფორმატში.”     

მასალების გადაბეჭდვის წესი