ახალი ამბები

ბათუმში საიას მხარდამჭერი აქცია გადაიდო

4 აპრილი, 2013 • 1347
ბათუმში საიას მხარდამჭერი აქცია გადაიდო

სწორედ საიას წარმომადგენლებსა და აჭარის პოლიციის უფროსს შორის 28 მარტს მომხდარი ინციდენტის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო დღეს, 18:00 საათზე აჭარის ა/რ მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია.


საიას აჭარის ოფისის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ტავლალაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ბათუმში მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს-ს გენინსპექციის დასკვნასთან დაკავშირებით საიას ბათუმის ფილიალი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, სტუდენტები ერთად გამართავენ საპროტესტო აქციას“.


გუშინ საღამოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო აჭარის პოლიციის უფროსი ვალერი თელია გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, რაც გახდა დღევანდელი აქციის გადადების ძირითადი მიზეზი. თელია ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი