ეკონომიკა

კვიპროსის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

22 მარტი, 2013 • 1257
კვიპროსის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

პარლამენტის შენობასთან ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

 

კვიპროსის მთავრობამ გადაწყვიტა ორი უმსხვილესო ბანკის (Bank of Cyprus და Laiki) გამიჯვნა. საკრედიტო ორგანიზაციების ბალანსი დაუბრუნებელი სესხებით არის გადატვირთული. რესტრუქტურიზაციის გეგმა ითვალისწინებს Laiki-ის აქტივების პორტფელიდან “ცუდი სესხების” გამოყოფას, რის შემდეგაც მათ გამოისყიდის მთავრობა. ასეთივე მოდელი შეიძლება იქნას გამოყენებული ქვეყნის უმსხვილეს ბანკის  Bank of Cyprus მიმართ: ბანკების “შხამიანი” აქტივები სახელმწიფოზე გადავა, ხოლო ხარისხიანი პორტფელები გაერთიანებდება ახალი საკრედიტო ორგანიზაციის ბაზაზე.

 

კვიპროსის ბანკები დაკეტილი იქნება სამშაბათამდე, 26 მარტამდე. იმისათვის, რომ შეჩერებული იქნას ბანკების გახსნის შემდეგ კაპიტალის მასშტაბური გატანა (დეპოზიტების მოცულობა შეადგენს 70 მილიარდ ევროს), მთავრობამ გადაწყვიტა კაპიტალის გატანაზე შეზღუდვების დაწესება: ანტიკრიზული კანონმდებლობა ხელისუფლებას საშუალებას მისცემს შეაჩეროს ყველა ტიპის საბანკო გადარიცხვა და შეზღუდოს ნაღდი ფულის გატანა ბანკებიდან.

 

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა არც ამ უპრეცედენტო საკანონმდებლო შეზღუდვებმა გამოიყვანოს კვიპროსი საფინანსო კრიზისიდან. კვიპროსმა სამშაბათამდე 5.8 მილიარდი ევრო უნდა შეაგროვოს. მხოლოდ ამ პირობის შესრულების შედეგად მიიღებს კვიპროსი დამატებით დაფინანსებას 10 მილიარდი ევროს მოცულობით ევროპული საკრედიტო ორგანიზაციებიდან – საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, ევროპის ცენტრალური ბანკიდან და ევროკომისიიდან.

 

ალტერნატიული გეგმით კვიპროსი აპირებს ეროვნული სოლიდარობის ფონდის შექმნას. კვიპროსის დელეგაცია, ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც შესაბამის მოლაპარკებებს აწარმოებს, მოსკოვში იმყოფება: მოლაპარაკებები იმართება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა მონაწილეობა მიიღოს საინვესტიციო ფონდში. მოლაპარაკებები 5.8 მილიარდი ევროს მოსაზიდად კვიპროსმა ორშაბათამდე უნდა დაასრულოს. ეს არის ევროპის ცენტრალური ბანკის ულტიმატუმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპელი კრედიტორები ირწმუნებიან, რომ გარდაუვალი იქნება კვიპროსის საბანკო სისტემის კოლაფსი.

 

The Wall Street Journal-ის წყაროს ცნობით, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის შექმნით კვიპროსისთვის დამატებითი ფულადი რესურსის საჭიროება 3.5 მილიარდ ევრომდე შემცირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი