ახალი ამბები

თათული თოდუა: პარლამენტის სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია დანიშნოს სარეიტინგო კენჭისყრა

20 მარტი, 2013 • 1403
თათული თოდუა: პარლამენტის სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია დანიშნოს სარეიტინგო კენჭისყრა

მისი განმარტებით, ამ საკითხს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 138–ე მუხლის მეორე პუნქტი ეხება, სადაც სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებებია მოცემული:


თათული თოდუა
თათული თოდუა

“სხდომის თავმჯდომარეს კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას, ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას. ანუ აქ სარეიტინგო გამოკითხვა დაკავშირებულია ორიდან ერთ–ერთი პირობის არსებობასთან. ერთი – ეს არის კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლე და მეორე – ეს არის საჭიროების შემთხვევა. საჭიროების შემთხვევა, ეს არ არის რაიმე მკაცრად განსაზღვრული ტერმინი, პრინციპში ნებისმიერ შემთხვევას აქვს პოტენციალი, რომ ასეთად იქნეს მოხსენიებული. შესაბამისად, კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხდომის თავმჯდომარეს აქვს ასეთი უფლებამოსილება ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ვინაიდან შეუძლია საჭიროების შემთხვევად სწორედ ეს შემთხვევა მიიჩნიოს”, – აცხადებს თათული თოდუა.

 

პარლამენტის თავმდჯომარე სარეიტინგო კენჭისყრის თაობაზე უმცირესობის წინადადებას დღეს ბიუროს სხდომაზე უპასუხებს უმრავლესობის პოზიციით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი